უპირატესობები Print E-mail
საკონტრაქტო პირობების ზედმიწევნით სრულყოფილად, დროულად და მაღალხარისხიანად შესრულება;

სტაბილურობა, საიმედოობა და მაღალი პროფესიონალიზმი;

მომსახურების მაღალი დონე, ყურადღებიანი და გულისხმიერი დამოკიდებულება კლიენტის სურვილებისა და მოთხოვნების მიმართ;

დამკვეთისათვის კომფორტული პირობების შექმნის მიზნით ოპერატიული და მრავალფეროვანი მომსახურება. მათ შორის: საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების პრაქტიკულად სრული სპექტრის შეთავაზება, მოქნილი და დამკვეთის ინტერესებზე მორგებული სახელშეკრულებო პირობები, მომსახურება წინასწარი გადახდის გარეშე, საგარანტიო ვადებში მომსახურების საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფა, დამკვეთის მიერ საკონტრაქტო პირობების შესრულებაზე მუდმივი მონიტორინგის დაწესების შესაძლებლობა, ფართო გეოგრაფიული არეალზე (მათ შორის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე) მომსახურების პოტენცია და სხვა;

გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები;

საკუთარი, თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური და საწარმოო ბაზები;

მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;

სამშენებლო ბაზრის კონიუნქტურისა და ადგილობრივი პირობების ცოდნა, სპეციფიურ კლიმატურ პირობებში (მაღალი ნალექიანობა და ტენიანობა, აგრესიული ირიბი წვიმები) მშენებლობის გამოცდილება;

შესრულებული სამუშაოს ხარისხის ნორმაკონტროლის საკუთარი ეფექტური შიდა-სისტემა მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის სახით.

კომპანიის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური მშენებლობის მიმდინარეობის მთელი პროცესის განმავლობაში უშუალოდ სამშენებლო მოედანზე ახორციელებს კონტროლს სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვაზე. ტექნიკური კონტროლის ინჟინრები ზედამხედველობას უწევენ სამშენებლო მასალების, კონსტრუქციებისა და ნაკეთობების ხარისხს, ასევე მათი დასაწყობების პირობების დაცვას.
 

გახსოვთ თუ არა რომ...

"თავისუფლების, მაშინდელ პასკევიჩ-ერევანსკის მოედანზე 1851 წელს არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის პროექტით აიგო თეატრის შენობა, რომელზეც თბილისის სტუმარი ალექსანდრე დიუმა წერდა, ჩემს ცხოვრებაში მსოფლიოს თითქმის ყველა თეატრი მოვინახულე, მაგრამ სილამაზით ვერცერთი ვერ შეედრება თბილისის თეატრსო. თეტრის შენობა 1874 წელს ხანძრის შედეგად განადგურდა."
 
"პირამიდების მშენებლობისათვის ძველი ეგვიპტელები იყენებდნენ თითქმის იდეალურად სუფთა რკინას, რომელსაც მეტეორიტებიდან იღებდნენ."
 
"ემპაიერ სთეით ბილდინგის შპილი ტრანსატლანტიკური დირიჟაბლების მისაბმელად იყო დაპროექტებული."
 
"მსოფლიოში ყველაზე დიდი პირამიდა მექსიკაში, ჩოლულა დე რივადახოში მდებარეობს. იგი ინდიელთა ღვთაების კეცალკოატლის სახელზე 6-12-ე საუკუნეებს შორის ააგეს. პირამიდას 25 აკრი მიწის ფართობი უკავია."
 
"თბილისის მერიის დღევანდელი შენობა 19-ე საუკუნის 30-იან წლებში აშენდა. 1879 წლამდე აქ ქალაქის პოლიცმეისტერის კანცელარია იყო, შემდეგ კი "საქალაქო სახლად" გადაკეთდა. 1912 წელს შენობა გააფართოვეს და არქიტექტორ შტერნის "ეგზოტიკური სტილის" პროექტით დღევანდელი სახე მიიღო."